Carlsberg-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს 

დანიური ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი კონცერნი Carlsberg-ი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო აპირებს გაყიდოს აქტივები და დატოვოს რუსული ბაზარი. ამის შესახებ Ruters წერს. 

Carlsberg-ი რუსეთში ფლობს უდიდეს ლუდსახარშ „ბალტიკას“.

„მივიღეთ რთული და აუცილებელი გადაწყვეტილება, რათა მოვახდინოთ რუსეთში არსებული ჩვენი ჰოლდინგის ქვეყნიდან სრული გაყვანა. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენ აღარ ვიქნებით რუსეთში", - ნათქვამია კონცერნის განცხადებაში.

ჯერ კიდევ 9 მარტს, Carlsberg-ი აცხადებდა, რომ რუსეთში შეაჩერებდა საინვესტიციო პროექტებს, თუმცა მუშაობას გააგრძელებდა.

Carlsberg ფლობს 140 ბრენდს, მათ შორის Carlsberg, Tuborg, Kronenburg, Baltika და სხვა. პროდუქცია იყიდება 150-ზე მეტ ქვეყანაში. 2021 წელს რუსეთში ბიზნესის შემოსავალმა $960 მილიონი, საოპერაციო მოგებამ $100,41 მილიონი შეადგინა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ რუსეთის ბაზარი დატოვა ჰოლანდიურმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ Heineken-მა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა.

ასევე წაიკითხეთ

ელექტრონული გადახდების კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.


ტანსაცმლის შვედურმა ქსელმა H&M Group-მა რუსეთში გაყიდვების შეჩერების გადაწყეტილება მიიღო

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის

Spotify რუსეთში თავის ოფისს დახურავს

RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის